კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 19:38
Advertisement

 

 

 

შენ გინახავს თოვლიანი თხემი მთისა?

მთის ფერდობი, ყვავილებით დახატული.

სახილველი გველოდება სამოთხისა,

აპრილები გველოდება არხვატული.


კიდეგანა, ბისნა თოვლის ქუდიანი,

ტახის წყალზე გმირთა ეპიტაფიები.

საბეკურთან გრაალები ლუდიანი,

შარაგზაზე არხვატული კაფიები.


სადაც შვლებს და ფიქრებს ერთად ვაბალახებ,

წამოდი და მე გაჩვენებ, იმ ხეობის, იმ ადგილებს.

წამოდი და შენი თვალით დაგანახებ,

მითების და ლეგენდების სინამდვილეს.


შენ გინახავს თოვლიანი თხემი მთისა?

მთის ფერდობი, ყვავილებით დახატული,

სახილველი გველოდება სამოთხისა,

აპრილები გველოდება არხვატული.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - თამაზ წიკლაური  • • •  თამაზ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დააყენეთ Aura.ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen