კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 20:53
Advertisement

 

 

 

მარადიული რა არის, მიწა თუ ზეცის თავანი?

ნეტავ იმქვეყნად გრძელდება კაცის თავგადასავალი?

ბევრი მოსულა ამ სოფლად, აღზევებულა მრავალი,

მოკლეა წუთისოფელი, წამით წამამდე სავალი.


სიცოცხლეს გაგვყრის სიკვდილი, არ იშოვება წამალი,

მხოლოდ ცოცხალთთვის ანათებს ცაზე მზე ამომავალი.

ვინც რა უნდა თქვას, ქვეყანა ჩემთვის სამარის კარია,

რაც უნდა ბევრი ვეცადო, დადგება ჩემი ჟამია.


კაცს თავის ავლადიდება საიქიოში თან მიაქვს.

მარადიული რა არის, მიწა თუ ზეცის თავანი?

ბევრი მინახავს მოსული, წასული - უფრო მრავალი,

ერთი გზა გვიდევს სიცოცხლით, საიქიოსკენ სავალი,


ყველა იმ გზაზე მივდივართ, მათხოვარიც და მთავარიც,

სუყველას ზურგზე ჰკიდია თავის თავგადასავალი,

მარადიული ამქვეყნად მარტო უფალის გზა არის.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - გოდერძი ჩოხელი  • • •   გოდერძი ჩოხელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen