კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 22:05
Advertisement

 

 

 

ტრამვაის ხაზთან იდგა გოგონა,

ყელამართული და სხივმოსილი.

მე გაზაფხულის სუნთქვა მეგონა,

რა გოგო იყო ის დალოცვილი!

მხრებზე ნაწნავი ისე ეყარა,

მელანდებოდა შორი ქორწილი

მისთვის მინდოდა ცა და ქვეყანა,

რა გოგო იყო... ის დალოცვილი.

ელვა-ღიმილი მიძღვნა წამითა,

ერთი მოხედვა მაინც ინება …

და მერე, ისე უცებ წავიდა,

როგორც მდინარე მიედინება.

ინისლებოდნენ ლიანდაგები,

თითქოს ქალაქი გახდა ტრამალი,

მივაცილებდი წყლიან თვალებით

და მაფრთხილებდა ზარი ტრამვაის.

იმ წუთში არვინ აღარ მახსოვდა,

მასზე ფიქრებს კი ვერ ვიშორებდი...

გამომაფხიზლა ვიღაც ნაცნობმა

და დამახვია ქვეყნის ჭორები.

გავეპასუხე: უცებ მოვცილდი,

არც არაფერი აღარ მეწადა...

რა გოგო იყო ის დალოცვილი,

რა უცნაურად გამომეცხადა.

...წყვილი ნაწნავი მხრებზე ეყარა,

და ჩახჩახებდა როგორც ქორწილი.

მისთვის მინდოდა ცა და ქვეყანა,

რა გოგო იყო ის დალოცვილი!


პოეზიის გვერდი • • •  პოეზია - ნოდარ ნარსია  • • •  ნოდარ ნარსიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen