კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 15:52
Advertisement

 

 

 

უცებ ზეცის გახსნას ჰგვავდა

პირველ კბილის ამოსვლა

და მაისის ია-ვარდმაც

გვრიტის ენით დაგლოცა.

მთვარემ ეშხი მოაქუჩა,

დაგაფრქვია მაღლიდან,

მზე კი სხივებს ბღუჯა-ბღუჯა

შავ თვალებში გაყრიდა.

არტახებზე ჩამოიწნა

დილის თვალ-მარგალიტი,

მე მეგონა მიწა იძრა,

როცა ფეხი აიდგი.

შეციებულ მარტის იებს

მოეფერე მორჩილად

და აკვანში შენს მაგიერ

ჩააწვინე თოჯინა.

დედა ენა მარცვალ-მარცვალ

არ აკენკონს მერცხლებმა,

დილით ადრე მათ დაასწარ,

სიბრძნე ღვივის ლექსებად.

შეიყვარე და დანებდი

სიტყვას - სისხლით ნათესავს,

შორეული ვარსკვლავები

უფრო ახლოს გაკვესავს.

წლები მიტომ იფურცლება

ყვავილების წიგნივით,

რომ დაგადგას ქართლის ძმებმა

სიყვარულის გვირგვინი.

და მომავლის ალიონზე

მზეს შეხედო მორჩილად,

ჩემს შვილიშვილს დაულოცო

აკვანი და თოჯინა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ოთარ მამფორია  • • •   ოთარ მამფორიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen