კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ივნისი 2025 22:02

 

 

 

ქალი, აბა რა ქალია,

თუ სახლში დაჯდა მოცლილი,

არც ფიქრობს, არცა სცალია

თუნდაც ერთ კაცზე ლოცვისთვის...


ქალი ღვთის ნახელავია

ქალს სინარნარე უხდება,

მაშინ აბა რა ქალია,

თუ სიტყვა დასცდა უკმეხად.


ან თუ სიყვარულნასვამი,

არ შემოგცინებს კეკლუცად,

და ღამის ფარვანასავით

კოცონზე ფრთებს არ შეტრუსავს.


ქალს სიყვარული უხდება,

გულია მისი საწყაო...

ქალს გულის ფესვი უხმება

ვინც უყვარს, თუკი არ წყალობს...


ქალი ფრთებს წამსვე დაკეცავს

თუ ვინმე უარს შებედავს...

ქალის გულს სულის შებერვა...

სჭირდება როგორც ნაკვერჩხალს.


ქალი თავს თუ არ გაწონებს,

მაცდურად თუ არ შეგხედავს..

ბედს არ შეაგდებს სასწორზე

შენი გულისთვის ერთხელაც...


ქალი აბა რა ქალია?

მკლავებში თუ არ აკვნესდა.

კოცნისთვის თუ არ სცალია,

არ იკეკლუცა სარკესთან...


სიყვარულს თუ არ იმეტებს,

გული ჩიტივით ფოფინა,

შეყვარებული ვინმეზე

თუ ერთხელაც არ ყოფილა...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მედეა კახიძე  • • •   მედეა კახიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ