კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:40
Advertisement

 

 

 

აღარ ვამბობ სათქმელ-უთქმელს,

ან სათქმელი ვის უთქვია,

სიყვარული ჩავისუნთქე,

ვეღარ ამომისუნთქია.


ასე ჯერ არ დამმართნია,

გული სიმწრით ნაწვნევია,

ღელვებს დაღმართ-აღმართიანს

ვეღარსაით დავღწვივარ.


მხარზე, როგორც ხატპეპელა

დამაფრინდა უმკვირცხლესად,

ასე რატომ დამემტერა,

მეც ვკვირობ და უკვირთ სხვებსაც.


უფრო შემშლის ალბათ ხვალ-ზეგ

სიყვარული კურთხეული,

გული მიცემს თოფის ხმაზე

წამოგდებულ კურდღელივით.


მაინც ვმალავ სათქმელ-უთქმელს

ან სიმართლე ვის უთქვია,

სიყვარული ჩავისუნთქე,

ვეღარ ამომისუნთქია!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მედეა კახიძე  • • •   მედეა კახიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen