კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:01
Advertisement

 

 

 

ჰოი, ჰგოდებდეთ, - ბაბილონისას

დაჰქვითინებენ მდინარისპირებს,

ვისი ტაძრებიც გაუდაბურდა,

ვისი სამშობლოც აწ - სიზმარია,

შეგინებული და დამსხვრეული

იუდეველთა ქნარი იტირეთ,

სადაც უფალი მათი მკვიდრობდა,

უღმერთოები ბინად არიან!

სად განიბანოს დღეს ისრაელმა

ფერხი თავისი დასისხლებული,

როდის გახდება სიონის ჰანგი

კვლავ ძველებური სიტკბოთი სავსე,

და მელოდია იუდეასი,

ასე საამო და დიდებული,

თუ ანეტარებს ერთხელაც გულებს,

ადრე რომ თრთოდნენ მის ციურ ხმაზე? 

მოდგმავ მოხეტე, დაქანცულ სულთა!

ფეხარეული და ნაჯაფარი

ვით გაექცევი ამდენ განსაცდელს,

სამშვიდობელის მიაღწევ კართან...

გარეულ მტრედს აქვს თავისი ბუდე,

მელიას - სორო თავშესაფარი,

ერებს - მამული, ხოლო ისრაელს

აღარაფერი საფლავის გარდა!

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen