კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 18:58
Advertisement

 

 

 

მოვედი ლაჟვარდთა ციდან,

წყრომა დამიხვდა კარებთან...

თურმე მთელი ბრბო მიცდიდა

ბრბო მგმობდა და კანკალებდა.

მითხრეს:

მიწის შვილს ცაშიო,

რა გსურდა,

იქ რას ეძებდი?..

არ შემოგიშვებთ სახლშიო,

მაგ შენი ოქროს დეზებით.

გავვოცდი,

რისხვამ დამკოდა,

რისთვის ატეხეს ყაყანი?..

სხვა გზა არ იყო,

არც მქონდა,

მიწიერთ ვეცი თაყვანი.

აღმუვლდნენ მიწის შვილები,

რა კაციაო...

დაგვცინის...

თავს, როგორ დავიმშვიდებდი,

ავდექ და

ყველას გავცილდი.

... მას შემდეგ ველი ათინათს,

დავეძებ სულის ნაწილსა...

ცითა და მიწით ვანთივარ,

- "არც მიწისა ვარ

არც ცისა".


პოეზიის გვერდი • • •  პოეზია - ნოდარ ნარსია  • • •  ნოდარ ნარსიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დააყენეთ Aura.ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen