კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 03:44
Advertisement

 

 

 

დრო მიდის, ძმაო,

აგერ ის ქალი

მსუნაგი თვალით

ვიტრინებს რომ ათვალიერებს,

ჭორავს ნაცნობებს

და ზუსტად იცის,

სად, ვის, რამდენი,

როგორ უნდა

ჩაუდოს ფული,

პურს დავარდნილს

რომ არ აიღებს

და არ აკოცებს,

„შენობით“ რომ

მიმართავს ყველას,

ვინც ღარიბად არის ჩაცმული -

სწორედ ეს ქალი

ერთხელ

პაწია

და სიფრიფანა,

გულუბრყვილო გოგონა იყო

და დიდ წვიმაში

პატარა ნერგებს,

არ გაცივდნენო, 

იფარავდა

ცისფერი

ქოლგით.


პოეზიის გვერდი • • • პოეზია - გურამ პეტრიაშვილი • • • გურამ პეტრიაშვილის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen