კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 03:08
Advertisement

 

 

 

გადმოკიდულა ციდან

სემირამიდის ბაღი,

გულია ერთი ციდა

და მთის ოდენა დაღი.

შენს ცრემლს ნუ ეტყვი ნურვის.

არ ვკვნეს დაჭრილი გალლი.

მე ვერ მომიკლავს წყურვილს -

სამარიელი ქალი.

მივყვები ფრანსს და ფლობერს:

ომებს, ტირილებს, კვდომას

და კართაგენი მოჰბერს -

სხვა ტრფიალების ნდომას!

მივე სალამბოს ფიცი,

თაისს - ლოცვები ლალის,

მაგრამ შენ გქვია, ვიცი:

ყველა სახელი ქალის.

ვარდებს აქ სხვები ჰკრეფენ...

ჩვენ კი ვართ მტრები თავის:

მე - ბალთაზარი მეფე,

შენ - დედოფალი სავის!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შალვა კარმელი  • • •   შალვა კარმელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen