კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 18:04
Advertisement

 

 

 

შენი თვალები კუდიანის ჯადოს ჰფარავენ

მათ გადმოხედვას ანგელოზი არ ეკარება

მაშინებს ხალხში სხვანაირი შენი გარება

პოეტს ჰგონია: რომ ყველაფერს შენ მოგპარავენ.


მინდა იქ მყავდე: - სადაც გნახავს მხოლოდ არავინ.

სადაც ბავშვივით დაგაძინებს ღამის მთქნარება.

ტყე, მთა, ირმები, და ლაჟბვარდი თუ გეყვარება - 

მზად ვარ, ძვირფასო, აგიფოთლო ღმერთთან კარავი.


ჩვენი საღამო სურნელია ხრიზანტემიდან

ვხედავ მთვარიდან გადმოეშვა ცის არტემიდა

მიჰქრის მწევრებით სანადიროდ, როგორც გრიგალი.


ვიცი შენც წახვალ! გზა გეშლება ვარდის ტევრებად.

დაგედევნება არტემიდას ერთგულ მწევრებად: -

ჩემი სონეტი, ჩემი რონდო და მადრიგალი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შალვა კარმელი  • • •   შალვა კარმელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დააყენეთ Aura.ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen