კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 00:54
Advertisement

 

 

 

მთელი ღამე ხმაურობდა ზღვა,

ზღვის ხმაური სასთუმალთან მედო.

უძილობით ახლა უნდა ვზღა,

ბნელ სიზმრებში რაც ჩავკარგე ერთ დროს.

რაც ჩავლეწე, ჩავაფშვენი ღამით

ნასიზმრალი, ბორგნეული ხმები,

რასაც მკაცრად ითხოვს უკან ჟამი

და რის გამოც უძილობით ვკვდები.

ზღვის ტალღებზე მიმსხვრეული ხმა

ჩემ ძველ სიზმრებს ეშხეფება თითქმის...

ვიცი,

ერთხელ რაც მე უნდა ვთქვა,

სხვა ვერავინ,

ვერასოდეს იტყვის.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - არჩილ სულაკაური  • • •   არჩილ სულაკაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen