კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 16:34
Advertisement

 

 

 

ო, ამ დროს ვერსალ, შემოდგომის დარდების ქნარად,

შენი წარსული რად მაწვალებს და მაკრთობს მწველი.

ახლოვდებიან და წვებიან ლანდები წყნარად

და შორით ისმის გახურებულ დღის სუნთქვა ცხელი.


შენს სილამაზეს აქ ინახავს საღამო ნელი,

მას აოქროებს და სნეულად ანაზებს მარად.

ფეხების ქვევით მოშრიალებს ფოთოლი ხმელი,

მოფრინავს ტბაში და ეცემა საფეხურს მცდარად.


ჰა, შენი წყალი, კუნძულები და დელფინები,

ბაღები სადაც არ დადიან დღეს დოფინები,

და პლიუმაჟების აქ ყოფილი დიდების ფრთები.


შენ ხარ ამაყი, ვით ზამბახი და უხმოდ კვდები

და შუაღამით შადრევნების დახავსულ პირის

უკნასკნელი მხოლოდ სუსტი ტალღები სტირის.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen