კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 02:15
Advertisement

 

 

 

ვერცხლის ტბაზე დასცურავდა ყელღერია გედი,

ვით უმანკო ქალწულობის საოცნებო ბედი.

ნელის როკვით ტალღის რხევა ბროლის გულმკერს ბანდა,

ტბის სარკეზე თეთრი გედი უკვდავებად სჩანდა!

და ისმოდა საღვთო კილო, ზეციური ძნობა, -

სიყვარულში ჩანაქსოვი წინასწარი გრძნობა.

სიყმაწვილის სულის ლტოლვა, ახდენილი გვიან, -

ზღაპრულ გედის ტბის სიმღერას თვით სიკვდილი ჰქვიან!

გედმაც იცის მნიშვნელობა უკანასკნელ მღერის,

იცის, იცის, დასასრული უნდო ბედის წერის!

მიტომ გალობს თეთრი გედი ხმათა გრძნეულ ჟინით,

ეთხოვება ტბის სარეცელს სევდის ტკბილ ქვითინით.

„დაიხსოვნე, საყვარელო ტბაო, ჩემი ხმები, -

შენი პირმშო თეთრი გედი მივალ, გესალმები“..

უცბად შესწყდა ზეცის კილო ათრთოლებულ ხმაზე

და ასცურდა უსიცოცხლო თეთრი გედი ტბაზე!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შალვა კარმელი  • • •   შალვა კარმელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen