კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 18:02
Advertisement

 

 

 

მომაგონდება: გაზაფხული

და იმერეთი,

იასამნებში ხუთფურცლიან

გვირგვინს ვეძებდი.

თუ ვიპოვიდი, ო, როგორი

გულით ვხარობდი

იმ გაზაფხულით, იმ ჯილდოთი,

იმ სამყაროთი.

"ნუთუ ვუყვარვარ?” (ვმკითხაობდი)...

რა შეედრება

იმ საოცარი "აღმოჩენის

ბედნიერებას!”

...შორეულიდან წლები, წლები,

წლები გასულა...

აღარც მახსოვდა - მომაგონა

ამ გაზაფხულმა,

როდესაც ისევ, ჩვეულებრივ,

დროის განგებით,

კვლავაც აყვავდა ჩემს სარკმელთან

იასამნები.

საოცრებაა, მოგონებას

რა შეუძლია!

შვილთაშვილისთვის ყვავილს ვეძებ, -

კვლავ ხუთფურცლიანს.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მარიკა ბარათაშვილი  • • •   მარიკა ბარათაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen