კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 13 მაისი 2026 23:36
Advertisement

 

 

 

დიახაც კვერთხია სასწაულმოქმედი:

დაჰკრა და

დარბაზში ყანა ამოვიდა,

არარაობიდან წყარო ამოხეთქა

და ტყე ამოზარდა არარაობიდან.

ხან ელვა მგონია და ხანაც ანტენა,

ხმები ჩიტებივით თავს გადაგვადენა.

აჰა, სინამდვილე გადაჰყავს ზღაპარში,

სიჩუმე რიტმებით გათასმა,

მისთვის არარაა: ზაფხულის - ზამთარში,

სამხრეთის ჩრდილოეთში გადასმა.

ის ხან ისარია,

და ხანაც მახვილი,

მოსეულ ჩვენებებს უტევს, იგერიებს...

რეკავენ ზარები... კოშკთა ძახილია,

მტერი მიხტომია კოლხს თუ იბერიელს...

...მეურმის სახრეა, სახრე კოჟრიანი.

ჩუ-ჩუ! სალამურზე შემჯდარა ბულბული

და ღამის ურემი, მთვარის ბორბლიანი,

მიდის, მიჭრიალებს ნაღვლიან ურმულით...

დიახაც კვერთხია, კვერთხი ჯადოსნური,

რტოა,

შთაგონების რტოა ამოსული,

სახრეც და მახვილიც დიდების ღირსია,

თუ აქვს დირიჟორს ჯოხივით მისია.

არც ქამანი ვარგა,

არც ყალამი მხატვრის

დირიჟორის ჯოხის თუ არ არი ყადრი.

იქნებ ბედისწერით ჰგავს წინამძღოლ წეროს

ამ პატარა ჯოხის მოფარფატე ჩერო?


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen