კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 03:16
Advertisement

 

 

 

მზემ დაჰკრა, ჩაჭკნა ყაყაჩო,

ყაყაჩო - შავი ხალებით,

როგორ არ ამტკიებოდა,

როგორ არ შავიბრალებდი?!

ან როგორ ჩამოვდგებოდი

აუცრემლელი თვალებით,

არ მწუხარებდნენ, გლოვის ხმას

არ გამოსცემდნენ ზარები.

ვერც ვერვინ სხვა შევამჩნიე

მდგარიყო ნამტირალევი,

ყაყაჩოს ჭირისუფლობას

მე როგორ დავიბრალებდი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ტარიელ ხარხელაური  • • •   ტარიელ ხარხელაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen