კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 23:28
Advertisement

 

 

 

ჩემი გონების ნაშალსა ვღრღნი და

ლექსის ძველისძველ ვისტუმრებ ვალებს

და ვატრიალებ ყოველი მხრიდან

თვალებს - ცრემლებში გაწრთობილ კალმებს.

ჭექა-ქუხილის ვსაუბრობ ენით,

ჭექა-ქუხილით ბრძანებას ვისმენ

და ყოველდილა გონება ჩემი

მთვარის მკრთალ სხივებს მიჰყვება ცისკენ -

და მიღმიერი სამყაროს ხიბლით

შვებას არ მაძლევს სული წყეული,

წუთისოფელი სიცოცხლით მიბრის

სიკვდილით მიბრის მხოლოდ სხეული

და დავწანწალებ საფლავებს შორის

შავი ნისლივით ლანდი უსახო,

ციდან ვარსკვლავებს მიზიდავს ქარი,

რომ დედამიწას ჩამოუსახლოს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ტარიელ ხარხელაური  • • •   ტარიელ ხარხელაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen