კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 06:22
Advertisement

 

 

 

სული არა ჩანს, სხეული

ჩონჩხია უსამკაულო, -

ლექსი მყავს შემოსეული,

ლექსებით ვდღესასწაულობ.

არ ვჩანვარ არცა ღარიბად,

არც ვინმე გაუხარელი,

ისეთი სანახავი ვარ,

როგორც ქარი და ჰაერი.

რაც კი რამ მახლავს გარშემო,

კაცის ვერ ხედვენ თვალები,

ისე უბრალოდ ვარსებობ,

სიკვდილსაც დავემალები.

სულის ცრემლებით ვტირივარ,

ვმღერი მწუხარეც და ლაღიც,

ისეთი ბუნებრივი ვარ,

ვით ცა, მიწა და ბალახი.

მუქთია ჩემი სიმღერა,

თითქოს ხე გედგას სახლის წინ,

ქარმა თუ წამოუბერა,

ფოთლებს ლექსებად დაყრის ძირს.

და თუ ერთს მაინც დაწვდები,

ერთ ფოთოლს მაინც აიღებ,

ხე - ქარიშხლებით ნარწევი -

მეც იმ ლექსს დავათარიღებ.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - მარი აბრამიშვილი  • • •   მარი აბრამიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen