კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:50
Advertisement

 

 

 

ჩემი აბგა, თავხედი და გოროზი,

შენი ჩანთა ფრიალა და ნაზი,

შენი ბაფთა, ქათქათა და ფაქიზი,

ჩემი პოზა - მოგონილი ბრაზი.

სიამაყე ჩემი - შეღინღლული ტუჩი,

სიკეკლუცე შენი - შებურცული მკერდი,

სამოსელი ჩემი - ნაცრისფერი ფლანელი,

შენი კაბა სადა, არსად ოქრომკედი.

გაღიმება შენი - გაბუტული ბაგე,

გაცინება ჩემი - ამრეზილი ლაში,

აღტაცება ჩემი - უთავბოლო კუნტრუში,

აფეთქება შენი - მიბნედილი ტაში.

სექტემბერი ჩემი, მელოტი და ჭაღარა,

შემოდგომა შენი, შორეული ბარაქა;

გავიხსენო უნდა გადამქრალი ამბორი,

გაღმა ნაპირიდან ნეტა მეტი რაღა ვქნა:

ჩემი აბგა, თავხედი და გოროზი,

შენი ჩანთა ფრიალა და ნაზი,

შენი ბაფთა, ქათქათა და ფაქიზი,

ჩემი პოზა - მოგონილი ბრაზი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - კოტე კაკიტაძე  • • •  კოტე კაკიტაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen