კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 04:49
Advertisement

 

 

 

ვის ებუტები?

ხმას ვის არა სცემ?!

რამ ჩაგიწყვიტა ეგ ხმა?

მშობელს ემდური დაჭრილს და ნაცემს?

შენ შეგარცხვინოს ღმერთმა!

შენს ერს ემდური? პატარას, ობოლს,

იმ გულს, ძლივსღა რომ ფეთქავს?

დედას ემდური, რომ ავადმყოფობს?

შენ შეგარცხვინოს ღმერთმა!

სიმწარე ჩვენი ბედის ცდუნების

ვითომ შენ წვნიე ერთმა?

ვის?! საქართველოს ედიდგულები?

შენ შეგარცხვინოს ღმერთმა!

ძმებს და მეგობრებს აქციე ზურგი?

ყველა გაწირე ერთად?

რისთვის გვიყვარდი, თუ ასე გძულდით?

ღმერთმა შეგინდოს, ღმერთმა!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - მარი აბრამიშვილი  • • •   მარი აბრამიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen