კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:46
Advertisement

 

 

 

ისევ თავიდან! ისევ თავიდან

იწყება ახლა ბავშვობა შენი! -

ერთი სიცოცხლე უკვე წავიდა,

გაჰქრა, გაფრინდა ბეხრეკა ცხენით.

შენ ახლა ადგამ პირველ ნაბიჯებს,

უნდა ააგო პირველი პწკარი, -

პირველ სიხარულს მზე მოგანიჭებს,

პირველ გაზაფხულს - აპრილის ქარი!

ისევ თავიდან! ისევ თავიდან

იწყება ახლა ზმანება რთული! -

ნუ მსაყვედურობ, მეტი რა გინდა,

პირველ სიყვარულს განიცდის გული!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen