კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:58
Advertisement

 

 

 

არაგვის ჭალას ცხენით მისდევს ფიქრით ნაბური,

ვერ გრძნობს გარემოს (შთაგონება ეძმო ფრთიანი),

ეგებებიან მთა-გორები სულგანაბულნი,

ჩქარობს ჩარგლისკენ ჯიქი ლურჯა მკერდოფლიანი.


შავჩოხიანი მიირხევა, ცხენზე, შავლეგო,

ეთერის მოთქმა და წუხილი მიჰყვება უკან...

გზადშეხვედრილი ჩაუვლიან ჩუმად ფშავლები

და ჩრჩულებენ: „ახალ ლექსზე თუ ფიქრობს ლუკა!“


საღამოვდება. მწუხრის თალხი აწუხებს ხევებს,

მალე ბინდბუნდი მთების რემას უკუნში შერევს...

...ქარაფში ცეცხლი დაუნთიათ საზარელ დევებს

და ალქაჯები მისძახიან მიმავალ შერეს...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - გაბრიელ ჯაბუშანური  • • •  გაბრიელ ჯაბუშანურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen