კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:46
Advertisement

 

 

 

შენ ჭერქვეშ სტუმრობა ორ ქისტს და ერთ ხევსურს

გვანიჭებს ხალისს და უნაზეს მოლოდინს,

თანაბრად გვიღიმი, სტუმრებს კი ესე გვსურს

ერთ ჩვენგანს საკუთრად მიენდო ბოლომდის.

დილაზე წამომდგართ ჭრელ ნოხებს დაგვიფენ

დავსხდებიტ რომ ვჭიმოთ ტრფიალის ჭაპანი,

უხდება ხუმრობა მეგობარ რაყიფებს

მეც ერთი ხევსური არა ვარ ჯაბანი.

ზოგჯერ კი გავალთ და მერნებით ჯიქითა

დავქრივართ, შენ გვიმზერ ღიმილის მხატავი,

ქისტები ნათქვამნი არიან ჯიგიტად

მაგრამ არც მე ვუჭერ ჩემ ლურჯას სადავეს.

როდესაც მნათობი შუა ცას დალახავს

შავ ნაბდებს გაშლიან მინდორზე ქისტები,

მოხრიან მუხლებს და შესთხოვენ - ალაჰო,

ამ ლამაზ ქალშავას შენს მონას მისცემდე.

ჩვენ ვრჩებით, ღვთის ნაცვლად ვარ შენზე მლოცველი

და აი, თანხმობით შეერთდნენ ბაგენი,

გონს როცა მოვედით თვალგანაოცები

ქისტები პირისპირ გვიმზერდნენ შმაგები..

ერთბაშდ შეიკრეს თავები ჩალმითა

შესხდნენ და გაქუსლეს, მერნები ქარული,

აწ, ნიავს ჩამოაქვს სოფელზე ჩავლითა

ალაჰის გმობა და ცხენების თქარუნი...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - გაბრიელ ჯაბუშანური  • • •  გაბრიელ ჯაბუშანურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen