კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 22:11
Advertisement

 

 

 

ერთხელ მელამ ნახა, ლომი

თავისს ლეკვსა რომ ართობდა;

მასთან ერთად მხიარულად

თამაშობდა, ნავარდობდა

და მიმართა: "ნადირთ მეფევ,

ყოვლისფრით სრული ხარო;

ვით შეშვენის ხელმწიფესა,

მართლაც ყველას გვჯობიხარო;

მხოლოდ მიკვირს, ერთ რამეში

რომ გჯობივართ მელებიო:

შენ გყავს მხოლოდ თითო ლეკვი,

ჩვენ-კი ბევრი შვილებიო!"

გაეცინა ლომს და უთხრა:

"თვისი ხვედრი აქვს ყველასო, -

მე ერთს ლომს ვზრდი წელიწადში

და თქვენ, თქვენ-კი ბევრ მელასო!..."

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - დუტუ მეგრელი  • • •   დუტუ მეგრელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen