კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:43
Advertisement

 

 

 

ვინც ძლიერ მიყვარს, რად მეჩვენება,

რომ რაღაც მოსდის...

და პირველ ყოვლის

ეს კოშმარული წარმოდგენები 

რატომ მავსებენ შიშით და ძრწოლით?

ღმერთს რატომ შევთხოვ მორწმუნესავით:

"ღმერთო, მაშორე, შიში მგესლავი.

იყავ მფარველი მრავალჟამიერ

ჩემი პატარა ჭერის და ფუძის,

თუ საჭიროა, იმათ მაგიერ 

მე გამიმეტე ყველაზე უწინ."

ერთხელაც შემშლის ეს სიყვარული 

და წინათგრძნობა თუ მართლა ახდა, -

კისერზე მძიმე ჯაჭვის ჟღარუნით

სადმე ქურდულად ვეწვევი საყდარს.

ვიცი, მძიმეა ეს გულწრფელობა,

და აღსარება სიკვდილად მიღირს,

ნუთუ მაკლია სულის ქველობა -

ეს ვაჟკაცური სიმხნე და რიხი?

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen