კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 03 ივნისი 2026 06:02

 

 

 

აი, წითელი ჩიღოს კლდეები,

იშვიათად რომ დაუდგამს ფეხი...

ღრუბელთა ქვემოთ კლდე-უფსკრულები...

ტრიალებს ბეხვნე, ტრიალებს ბეხვნე...


ბრწყინავს ომალო თევზის ქერეჭით,

ცისფერ ყვავილთა ტბები ბზინავენ...

დემონის ფრთებით ქრის უფსკრულებზე

პატარა ბიჭი - ჩვენი მფრინავი.


გადავიარეთ გრძნეული ნივრე,

წერტილად მოჩანს კლდეების ეხი...

ღრუბელთა ქვემოთ ბრუნავს ომალო,

ტრიალებს ბეხვნე, ტრიალებს ბეხვნე...


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ანა კალანდაძე  • • •   ანა კალანდაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen