კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:46
Advertisement

 

 

 

ისევ გავიდა გლეხიკაცი

ყორნისფერ ხნულში

და ფეხშიშველი შეუერთდა

ძახილს მიწისას,

მერე კი კალთა ამოივსო

სიმინდის მარცვლით

და მშიერ მიწას

საკენკივით გადაუყარა...

მოშუადღევდა,

აყვავებულ ვაშლის ქვეშ დაჯდა

და მოიყუდა ღვინობისთვე

სველი ხელადით...

მერე ბინდამდე დადიოდა

ყორნისფერ ხნულში

საგაზაფხულო თესვის სიმღერა...

 

პოეზიის გვერდი • • •   პოეზია - ავთანდილ გაფრინდაშვილი  • • • ავთანდილ გაფრინდაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen