კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 05:14
Advertisement

 

 

 

მე ხომ ვიცი, ვიქცევი

ხვალ-ზეგ სამარედო, -

რათა დამაკაიფოს, -

ლექსი დამარეტოს, -

ახლა დილის ხუთია, -

ვწრუპავ

"ამარეტოს"...

მე ვერ გავეჯიბრები

ვაჟას ლექსის თოხნაში!

ტატოს - საკაცობრიო

კვნესაში და ოხვრაში!

რუსთველს - ხოდაბუნების

ზღვიდან ზღვამდე მოხვნაში!

მაინც მიღრენს ათასი

ჩათლახი და ოღრაში!..

მე ხომ ვიცი, ვიქცევი

ხვალ-ზეგ სამარეთო, -

რათა ლექსი დამცეცხლოს,

ლექსი დამარეტოს,

ახლა დილის ხუთია,

ვწრუპავ

”ამარეტოს”!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მურმან ლებანიძე  • • •   მურმან ლებანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen