კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 02:46
Advertisement

 

 

 

ღმერთმა არა ჰქნას,

აქ ზამთარი აღარ მოვიდეს

და პირველ თოვლზე,

მეფეხურის გაბედულებით,

დეკემბრის ბოლოს,

ციდან მადლის ფიფქად თოვის დღეს,

სულს არ დააჩნდეს ჩვილი უფლის ნაფეხურები...

ღმერთმა არა ჰქნას,

მარტიც მისხლით

ცოდვებს წონიდეს,

არ დაგვიბედოს სააპრილო

მზე და განწყობა,

ჩვენს ნაზამთრალ და ნამარხულევ

სულებს ოდითვე

და მონეტარეთ არ ეღირსოთ

უფლის აღდგომა.

ღმერთმა არა ჰქნას, ასე წვიმდეს

გიორგობისთვე,

ღმერთმა არა ჰქნას,

ქრისტეშობა აღარ მოვიდეს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ ხუცურაული  • • •   მარიამ ხუცურაულის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen