კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 19:03
Advertisement

 

 

 

ვერ ბრუნდებიან სათავისკენ ორაგულები,

ქვირითობისას... მერე მშვიდად ვეღარ კვდებიან;

როგორც პატიმარს წართმეული თავისუფლება,

ძველი სილაღე და სიურჩე მოგნატრებია.

მახსოვხარ ოდით მქუხარე და დაუდეგარი,

თევზით მდიდარი, აყვავებულ ჭალით ზვიადი...

დაპატარავდი ისე, როგორც შენი ქვეყანა,

დაპატარავდი მეგობარო და დაჩიავდი...

შენი ხმა უკვე აღარ მესმის, დიდი ხანია,

შენი შრიალი... და გაბმული შორი ძახილი...

და დაღონებულს, ზღვისკენ  შვებით მიგიხარია,

ზღვამ ჩაგიხუტოს მდუმარე და პატივაყრილი.

ზღვა არის შენი სამუდამო, მყუდრო სავანე,

შეგისრუტავს და სილურჯეში აითქვიფები...

ტანზე მზის სხივთა დაგეყრება იასამანი,

ხსოვნის რექვიემს გიმღერებენ თეთრი ნიმფები.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ელგუჯა მარღია  • • •   ელგუჯა მარღიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დააყენეთ Aura.ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen