კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 23:49
Advertisement

 

 

 

ცხოვრებამ არ გამიმართლა,

მისგან ბევრჯერ გავილახე:

ერთ ლოყაზე სილა მაწნეს,

მეორეზე დამკრეს სახრე...

ბედს კი მაინც არ ვემდური -

ჯერ ის რად ღირს, მზე რომ ვნახე!

არც სიმართლე გამომადგა,

სიცრუემ ხომ მიგო მახე;

არ მახარებს წარმატება,

დამარცხება თავბრუს მახვევს...

ბედს კი მაინც არ ვემდური -

ჯერ ის რად ღირს, ცა რომ ვნახე!

სხვისი გული ვერ მოვიგე,

თუმცა მესხდნენ მეინახედ...

ყველგან კვანტი გამომიდეს

მიზნად რაც კი დავისახე...

ბედს კი მაინც არ ვემდური -

ჯერ ის რად ღირს, ზღვა რომ ვნახე!

ამ ცარიელ სულს რა მივსებს,

ლექსს დავწერ და იქვე დავხევ...

სიყვარულმაც კბილი გამკრა -

გრძნობა გულში დავიმარხე.

ბედს კი მაინც არ ვემდური -

ჯერ ის რად ღირს, შენ რომ გნახე!

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen