კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 22:47
Advertisement

 

 

 

ისრის ჭყივილო - ომში,

ლხინში - ჩანგო და დაირო,

თეთრის, ვერლიბრის დროშით,

აფსუს, გწუნობენ, შაირო!

აფსუს, კლდით ირმის ბღავილო!

ბელტს ბღუჯად მინდვრის ყვავილო!

ძირძველო - ჩვილთა ყრმათაგან

დარწმუნებულო შაირო!

შენი ჭირიმე, შაირო -

ლექსო საღმრთოვ და საეროვ,

„ვეფხის და მოყმის ბალადის“,

„ვეფხისტყაოსნის“ ჰაერო!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მურმან ლებანიძე  • • •   მურმან ლებანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen