კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 16:59
Advertisement

 

 

 

რომ მოვმკვდარიყავ თბილისში ადრე,

მე დამმარხავდნენ, ალბათ, ჩანგებით

და წამიღებდნენ როგორმე, სადმე,

როიალს რომ ჰგავს, კატაფალკებით.

თეთრი ცხენებით, როგორც გედებით,

ორკესტრებით და შავი ეტლებით,

ოჰ, თეატრს ჰგავდა გოგოლის ქუჩა

თავის ცხედრებით და იმედებით.

და ვიქნებოდი, ალბათ, ლამაზი,

უფლისწულივით წყნარი და დინჯი,

თეთრი ყვავილის თეთრ აკლდამაში

გრიმიორის და დალაქის ბიჭი.

ვიცი, დამარხვა უფრო სანდოა,

ვიდრე - ცეცხლში რომ ჩაგიძახებენ...

მაგრამ თბილისში ახლა სხვა დროა

და კრემაციას ხალხში აქებენ.

ოღონდ... მე სიკვდილს ვაპირებ სხვაგვარს

და ინდუსივით მე ვერ დამწვავენ...

ან დაალპება ეს ლეში სანგარს

ან ჩემი მტრები ძელზე გამსვამენ.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მურმან ლებანიძე  • • •   მურმან ლებანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen