წუხელ სიზმარში სიზმარი ვნახე, სიზმრის სიზმარი... და გამიკვირდა: შენი ისედაც ფერმკრთალი სახე უფრო ფერმკრთალი ჩანდა იქიდან. იმდენად უფრო მაიძულებდა, ან გამეხილა თვალები, ანდა ზავი დამედო კეთილ სულებთან. ჩამესმა შორი ეხო მეხისა, გამომეღვიძა: ჯერ სიზმარში და მერე ნამდვილად გამომეღვიძა. |