კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 23:48
Advertisement

 

 

 

რამდენი კაცი

ისე მოკვდება,

ისე უბჟეოდ

ჩაივლის სოფელს,

მიქელანჯელო

გულს არ მოხვდება

ვერ გამოარჩევს

ას ხმაში შოპენს!

რამდენი კაცი

არ გაშლის რუსთველს!

რამდენი კაცი

არ გაშლის ბოდლერს!

რამდენი კაცი -

ძაღლსა ჰგავს უწვრთნელს!

რამდენი კაცი -

პირუტყვს ჰგავს ოდენ!..

მშვიდობით,

დაკარგულო დღეებო!

უბეჟოდ

გახარჯულო დღეებო!

უზნეოდ

დახანჯლულო დღეებო!

მშვიდობით

სამუდამოდ მშვიდობით!

რამდენი კაცი -

ჩასცქერს შავ მიწას!

რამდენი კაცი -

ჩასცქერს რუხ ბეტონს!

რამდენი კაცი -

ვერ აღწევს მიზანს,

მიღწევა რომლის

შეეძლო ერთ დროს!

რამდენი კაცის -

ნიჭი ბერწდება!

რამდენ სიმწვანეს -

უწყლობა ახმობს!

აწ უზენაესს -

ვეღარ შესწვდება!

მშვენიერისას -

ვერ იგრძნობს ნაყოფს!..

მშვიდობით,

დაკარგულო დღეებო!

უბეჟოდ

გახარჯულო დღეებო!

უზეოდ

გაძარცულო დღეებო!

მშვიდობით

სამუდამოდ მშვიდობით!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მურმან ლებანიძე  • • •   მურმან ლებანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen