ამაღამ მაინც ვერ დავიძინებ,
თითქოს სიცოცხლე ვიგრძენ ნამდვილი,
მაშ, ჩამოჰკარი ჩონგურის სიმებს
თითები ციდან ჩამობარდნილი.რუხის ციხიდან ანათებს მთვარე
და ემატება ენგურს ზვირთებად...
რა უცნაურად ანათებს მთვარე...
იმღერე, დედა ნუ მოგიკვდება!..
ოჩოპინდრე