კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 20:53
Advertisement

 

 

 

დღესაც უაზროდ მომიწევს მოცდა,

დღესაც ამაოდ გავცქერი სარკმელს,

მაინც არ მოდის წყეული ფოსტა,

მაინც ხვალისთვის გადავდე საქმე.

ხვალისთვის...

ოთახს ნაბიჯით ვზომავ

და მერე, როცა წვიმა გადივლის,

დავიწყებული დღეები მომაქვს

და მაგიდაზე ვშლი ქაღალდივით.

ჩალაგებულა კარტებში თითქოს

წარსულისა და მომავლის ნიში

და სიცოცხლისგან უფრო მეტს ვითხოვ

ფიქრით,

ოცნებით,

წვალებით,

შიშით,

მაგრამ ამ გულმა არ იცის მოცდა

და სურნელივით სინათლეს აკმევს...

დღესაც არ მოდის წყეული ფოსტა,

დღესაც ხვალისთვის გადავდე საქმე.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - არჩილ სულაკაური  • • •   არჩილ სულაკაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen