კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 23:08
Advertisement

 

 

 

მთლად ქვეყანას მირჩევნიხარ,

შენ კი გინდა ცრემლი ვღვარო;

რაგინდ ტანჯვა მომაყენო,

მაინც გეტყვი, - ჩემი ხარო.

სამდურავსაც არ შეგასმენ,

დანა დამკრა, სისხლი ვღვარო,

ქვა მომაბა, წყალს ჩამაგდო,

დავიყვირებ, - ჩემი ხარო.

მაინც თითებზე გემთხვევი,

თუგინდ თვალები დამთხარო,

ბრმად დავივლი, შენ სახსოვრად

სულ ვიყვირებ, - ჩემი ხარო.

ცოცხლად მიწაში დამმარხო,

ზედ ქვა-ლოდი დამაყარო,

ვიტყვი, - ღმერთო, აპატიე,

ამოგძახებ, - ჩემი ხარო.

ვინიცობა ადრე მოვკვდე,

გევედრები, დამიბარო,

იმქვეყანას შენთან მოვალ,

იქაც გეტყვი, - ჩემი ხარო.

ამასა გთხოვ, ტკბილი ენით

იეთიმ-გურჯი გამახარო,

შენ საკუთარ კალმად ვიქცე,

სულ გიმღერო, - ჩემი ხარო.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იეთიმ გურჯი  • • •   იეთიმ გურჯის პოეზია პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen