კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 03:45
Advertisement

 

 

 

ფეხქვეშ იწოდა მიწა ქართული

წყდებოდა ყველგან სევდით სიმები,

ციურ სამოსში გამოკვართულნი,

მაინც გალობდნენ სერაფიმები.

თითქოს ქარშხლის დაქროდა რაში,

სად იყო მოცლა ან იდილია,

და ამ დიდებულ საერთო ხმაში - 

ქუხდა აკაკი, ქუხდა ილია!

რუსთველიც თავის აწმყოს ტიროდა,

ასე ტიროდა ალიგიერიც,

უცხო, შორეულ სანაპიროდან

ისმოდა ყველგან ხმები ძლიერი...

გაყინულიყო ცხოვრების გზაზე,

ცისა და მიწის დასალიერი,

ბურუსით მოცულ ამ ქვეყანაზე,

კაცი არ ჩანდა სვებედნიერი.

და გული აგრე შეწუხებული,

უიმედობის სევდამ დანისლა,

იბრძოდა სული ამბოხებული,

იყო ტრიალი ბასრი ხმალისა.

გარემოც წუხდა ბედის მგმობელი,

სიცოცხლე ყველას მიაჩნდა რისხვად...

ბევრი დაემხო დასამხობელი,

არ იცნო ხალხმა პატივის ღირსად!

და რომ შეიცნო საფრთხე დიდია -

ფაუსტმა იხმო მეფისტოფელი,

გველისმჭამელიც გახდა მინდია,

რომ უკეთ ეცნო წუთისოფელი...

კაენის ცოდვა ისევ ტრიალებს,

რად აანთოო აბელმა ცეცხლი,

იუდა ისევ თვალს აბრიალებს

ღალატისთვის რომ მიიღოს ვერცხლი.

და მაინც ცოცხლობს დღეს ერთგულება,

ბრძოლებში სისხლი მოდის ჩქერებად,

დიდი საქმისთვის განწირულებმა,

მაინც იპოვნეს ბედნიერება.

მათი სახელი სახალხო გახდა,

ნუგეშით, ზრუნვით თავზე ვევლებით...

გეთსამანიის უბედურ ბაღთან -

ხან ზეიმია, ხან კი ცრემლები.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იონა ვაკელი  • • •   იონა ვაკელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen