გახსოვს შემოდგომა მძიმე და ფარული?
გახსოვს შემოდგომა - კვდომა შადრევნების?
ჩვენი სიყვარულით ჩვენი სიხარული?
ქარების მარულა, ქართან დადევნება?ო! იმ შემოდგომას დათოვა ზამთარმა
და ჩვენი სიყვარულიც დამთავრდა.