კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:59
Advertisement

 

 

 

დრო ყველაფრის მკურნალია,

სიყვარულის გარდა -

კვლავ გაიხსნა სიყვარულის

იდუმალი ფარდა...

არ იქნა და ვერ იქნა და

წარსულს ვერ ჩაბარდა -

დრო ყველაფრის მკურნალია,

სიყვარულის გარდა!

ქალი - კაცი არ გეგონოს! -

რას გააწყობ ქალთან...

დრო ყველაფრის მკურნალია,

სიყვარულის გარდა!

იდგე უნდა გლახასავით,

ვირტუალურ კართან -

ყველა საქმეს ეშველება -

სიყვარულის გარდა...

გამშვიდებდნენ - გავა დროო!

ვინ რას გეტყვის მართალს! -

დრო ყველაფრის მკურნალია -

სიყვარულის გარდა...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - ტარიელ ჭანტურია  • • •   ტარიელ ჭანტურიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen