კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:20
Advertisement

 

 

 

ნუგეშის სიტყვას შევთხზავ რაიმეს.

წამალს, მალამოს, თუ რამ მიშველის.

სიზმრად ვიხილე ერთხელ წამიერ

თოვლისფერ ქალის თმები გიშერი.

ელვად იმისი წელი კენარი

გადამეგრიხა მკლავებზე წამით,

ღამე ბზინავდა როგორც მელანი

და მიზავებდა იმ სიტკბოს შხამით.

ვინ მიიტაცა მაისის ცისკენ

თავბრუდამხვევი ზმანება თეთრი,

ვარსკვლავებს მიღმა ვინც ისევ მიფრენს

და უცხო ნათელს თოვლისფრად ერთვის...

დასრულებულა იგავ-არაკი

და სიზმარს დავცქერ ამ სისხამ დილას,

როგორც დასცქერდა ერთი გლახაკი

ერბოთი სავსე დამსხვრეულ ქილას.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ანზორ აბულაშვილი  • • •   ანზორ აბულაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen