კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 02:21
Advertisement

 

 

 

ბინდი, ორღობე, ომბალოს სუნი,

საღამო, - სხივი ციალს რომ იწყებს,

ცა ბროწეულისფრად გასისხლული -

ვერ იქნა, დღემდე ვერ დავივიწყე!

ვერ იქნა, დღემდე ვერ დავივიწყე,

უნდა წავიდე ამ გაზაფხულზე

ის ნახაყდრალი... ის ძველი ციხე...

მე ისევ მახსოვს და ისევ ვუმზერ...

აპრილის ქარი იქ თვალს ამიხელს,

ჩავალ ვენახში ფიქრით მოღლილი...

იქ ხომ ღიმილით ბებერ ატმის ხეს

ჰგავს დედაჩემი წელში მოხრილი...

იქ ხომ მამაა... და ვენახებიც

ალბათ უჩემოდ რამდენჯერ გასხლეს..

წავალ, ჩემს ტოლებს გავეძრახები

და ფილთა თოფის ჩახმახებს დავსხლეტ...

გავილუმპები აპრილის წვიმით

და შემოვირბენ ჩვენს ძველ დობილოს,

იის წყალით და აყალო მიწით

რომ ისევ ნედლი ლექსი მოვზილო!..


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - შალვა ფორჩხიძე  • • •   შალვა ფორჩხიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen