კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 16:37
Advertisement

 

 

 

ჩვენი ეზოს ჭიშკარი, - კარი მუდამ ჭრიალა,

ცაზე კენტი ვარსკვლავი გარჩენილი ტიალად.

გული დაფეთებული სულის თეთრი ჭიხვინით,

გზებზე მიმოფანტული შემოდგომის ჭირხლივით...

მზერა, როგორც ხანჯალი გულში რომ გამიტარა,

მხიარული თვალები, ნაღვლიანი გიტარა.

იმერეთის სერები... თეთრი ეკლესიები... 

ჩიტისგულა ბავშვობა, აწ რომ ვერ ვეღირსები.

დათიბული მინდვრები ხვატით გადაბუგული,

ტყეებს შეფარებული ჩემი თეთრი გუგული.

საკვირაო ხალათი თეთრად გახამებული,

კრუხ-წიწილას წიაქით დედა გახარებული.

მამა მუდამ მშფოთვარე, მუდამ ამბოხებული, 

მე ყოყოჩა ყვინჩილა, - ხმალი ამოღებული.

სიყვარულის შაირი, თან რომ გადამიტანა,

ნაღვლიანი თვალები, მხიარული გიტარა.

უნებური წუხილი... ჟრჟოლა ცხელი დაირის,

მოჩითული მინდვრები, ფერი ნაირ-ნაირი.

ტანზე მაყრის ეკლებად, თითქოს ახლა იწყება

ჩემი თეთრი სიმღერა, ჩემი თავდავიწყება.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - შალვა ფორჩხიძე  • • •   შალვა ფორჩხიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen