კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 07:02
Advertisement

 

 

 

რამდენი სულიც ვართ ავტობუსში,

ორი იმდენი გვაქვს განსხვავება:

ზოგი ჩაიფლა თავის წარსულში

და მოგონების ქსელში გაება;

ზოგი ღიმილით მომავალს ქარგავს

და სიყვარულით გული აქვს სავსე;

ჩემი განცდები სხვებისას არ ჰგავს, -

წლებმა სხვა ფიქრთა ღელვით შემავსეს.

მძიმე განცდები სულ მქონდა ხვედრად,

მუდამ ვშიშობდი, თუ ვის გავენდო,

ახლაც ზღვის გულში მინდა ჩახედვა,

ზღვის სიხარულით მინდა ავენთო.

ნუთუ გული მაქვს კვლავ ასაცრელი?

ბევრი გავცვითე ჩითი და ფარჩა...

ეჰ, რამდენი მაქვს ჯერ დასაწერი

და სასიცოცხლოდ ცოტა დრო დამრჩა...


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მარიჯანი  • • •   მარიჯანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen