კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:59
Advertisement

 

 

 

სურათზე მოჩანს აწგარდასული

შენი ბავშვობის ჩვიდმეტი წელი...

ო, ეს მშვენება არსად წასულა,

დროს აღუბეჭდავს შემთხვევა ძველი.

მიმზერს სახება ანგელოსური

სიწმინდის, ხიბლის ჩვიდმეტი წელი...

თუმცა სიბერე კარზე მოსულა,

უცვლელად დარჩა მაინც ის ძველი.

დატყვევებული მე ვარ ასულით,

ვით ტყვეობაში დროს ჰყავდა მწველი,

სურათზე რომ ჩანს აწგარდასული,

დაუვიწყარი ჩვიდმეტი წელი.

ო, უნდა შევხსნა დროის ბორკილი,

რომ მონობიდან ვიხსნა ქალწული,

და ვით მეკობრეს

და გამტაცებელს წლები მომკივის,

ბებრის ცელივით პირგაბასრული.

ძველს ვუსახსოვრებ ახალ არმაღანს

ჩვიდმეტი წელი რომელსაც ჰქვია,

და ვიქორწინებ მხოლოდ ამაღამ,

თორემ ხვალ უკვე იქნება გვიან.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen