კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 14 დეკემბერი 2025 13:24

 

 

 

ნეტავი ფრინვლად მაქცია,

დამსვა მაღალსა მთაზედა,

ქალო, შენს წამამყვანელსა

გამუდგებოდი კვალზედა...

მენაც იქ მოვშავდებოდი,

სადაც შენ დაგსმენ ჯარზედა,

საკმისას ჩამოვხედნებდი,

თვალს შაგავლებდი ტანზედა, -

რარიგად შაგიხდებოდა,

ვის დაგიწვენდნენ მხარზედა!..

ჩემ სწორებ, კარგებ ვაჟები

დასხდება ღვინის სმაზედა, -

მამერევიან ტირილნი,

ქუდს მივიფარებ თვალზედა:

მე ხო ეგ აღარას მარგებს,

ისივ თუ წავალ ცხვარზედა,

გუნებას შავახალისებ

იკვლივ-იალნოს მთაზედა,

მომიგონოდით, სწორებო,

რო ჩამაჰსხდებით სმაზედა!

შეიძლება დაგაინტერესოთ