კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 09:44
Advertisement

 

 

 

ჩაფიქრებული ხიდები ქარში

დაიხრებიან და მტკვარს მოსვამენ,

ქუჩაში, მთვარის პატარა ტბაში

გაღიმებული დგას ფიროსმანი.

მის მწარე ღიმილს მთვარე ანაზებს,

თავის საცოდავ საფლავს დაჰყურებს,

მან ერთმა იცის ამ ქვეყანაზე,

მის კუბოს თავი თუ სად დაჰხურეს.

და საკინძეზე აწყვეტილ ღილებს

ხელის ფათურით დაეძებს მტკვარი

და როგორც ჭიქა ქარვისფერ ღვინით,

სარკმელი ისე ივსება მთვარით.

ის მწუხარება და ის ტირილი

თითქოს შეუნდო ჩაჩეხილ ჩიხებს,

თითქოს ჩირაღდნით და ამნისტიით

გააღო სულის მთვლემარე ციხე.

"სად მიგაქვს ჩემი დაჭრილი გული!" -

კვნესის დუდუკი, ქვითინებს თარი

და ვერცხლისფერი და უცნაური

სულში შაშვივით ჭახჭახებს ქარი...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თამაზ ჭილაძე  • • •   თამაზ ჭილაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen