კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 03:49
Advertisement

 

 

 

ლექსი, ვით მწიფე რქაწითელი, ისე ატირდა,

ნასისხლარი მაქვს მარგალიტის სამაჯურები...

ისმის თუხთუხი პოეზიის საღმრთო მარნიდან,

პაპისეული თითქოს დასკდნენ ძველი ჭურები.

მე ცივგომბორის მადგას შუქი ოქროსფერი და,

თუმც საწუთროსგან ნახანჯლარი, ოდენ ვღონდები...

ჟამთა სრბოლაში წამოვდგები უცხო ფერფლიდან,

წამოვდგები და, ო, რა მწარედ მოგაგონდებით.

ბნელი წავა და იბერია გამოიღვიძებს,

აღსდგება ლექსი ნაომარი, ნაალაზნარი...

ვინმე კახელი ჩემს საფლავთან წაიღიღინებს, -

ჰარიჰარალო, ჰარულალო, ჰარიჰარალის!..

ახლა კი, ახლა წინაპართა საღმრთო მარნიდან

ისმის თუხთუხი, თითქოს დასკდნენ ძველი ჭურები...

ლექსი, ვით მწიფე რქაწითელი, ისე ატირდა,

ნასისხლარი მაქვს პოეზიის სამაჯურები.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - თინათინ მღვდლიაშვილი  • • •   თინათინ მღვდლიაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen